ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 322 734 ლარის დახარჯვა იგეგმება. ტენდერის გარეშე მომსახურების შესაძენად თანხმობის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შესყიდვების სააგენტოს წერილით 1 დეკემბერს მიმართა.
თალაკვაძე ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი სტიქიური მოვლენების გამო განვითარდა მეწყრული პროცესები და “აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო დროულად დაეგეგმა საახალწლო ღონისძიებები, ასევე ბიუჯეტში მოეხდინა შესაბამისი თანხების მობილიზება”. ასე ახსნა ავთანდილ თალაკვაძემ მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვის საჭიროება.
“აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ატარებს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, რადგან იგი განკუთვნილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება”, – ნათქვამია თალაკვაძის სახელით შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.
შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე წერია, რომ ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2023 წლის 23 დეკემბერს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ამ დრომდე ქალაქის ქუჩებს მორთავენ, 23 დეკემბერს კი აანთებენ ნაძვი ხეს და გაიმართება კონცერტი მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ააიპ-ის ორგანიზებით.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას