ოზურგეთში საახალწლო სცენაზე ეკრანი წაიქცა და პიანისტს ფეხი მოტეხა

როგორც ,,გურია ტვ” ავრხელებს ინფორმაციას, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა ოზურგეთში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიების მზადებისას, სცენაზე დამონტაჟებული ეკრანი წაიქცა და ერთი პირი დააზიანა. ღონისძიებაში მონაწილე პიანისტი ქალი ირინა სოლტიში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
„პაციენტს დაზიანებული აქვს ქვედა კიდური. აღენიშნება წვივის ამოვარდნა და გოჯის მოტეხილობა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, დადებული აქვს თაბაშირი”, – განაცხადეს ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”.
ცოტა ხანში კი მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა კი ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:
,,ოზურგეთში პიანისტი არ დაშავებულა,
დაშავდა საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, სააგენტოებო ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას.
დარეკეთ და იკითხეთ ვიდრე რამეს დაწერთ, ყველას გყავთ ნაცნობი ამ ხალხში ვინც აქ ვართ არ შეიძლება ასე.
რატომ აპანიკებთ მუსიკოსების ოჯახის წევრებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანდაცვის სამინისტრო – პროფკავშირების შეთავაზებით, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებისთვის უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის ანაზღაურება – შესაძლოა გადაიხედოს მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებაც