ოზურგეთში მანქანა ხეს შეეჯახა | არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში – რეგიონული გამოცემა “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.