ოზურგეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ოზურგეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი გურიის პოლიციის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს.
აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი იყო საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
„შევახსენებ პოლიციას, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის არ არის მხოლოდ უწყება, რომელიც პარტიას უნდა ემსახუროს. პარტიულ ინტერესს არ უნდა ემსახუროს ძალოვანი უწყება, რომელიც უმოწყალოდ უსწორდება ახალგაზრდებს ქუჩაში, არღვევს თვითონ კანონს. კანონდარღვევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობაზე ხუჭავს თვალს. ეს არის ის მძიმე მოცემულობა რაც უფრო მეტ უკანონობაში გადადის, როდესაც პოლიცია არის უმოქმედო. სამწუხაროდ, მათი მინისტრი დასანქცირდა და ეს ქვეყნისთვისაც არის პრობლემა, როგორც თავად გომელაურისთვის. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, ემსახურონ ფიცს, რაც დადეს ქვეყნის წინაშე და არა კონკრეტული ინტერესების გამტარებლები იყვნენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. დასასრულ, აქციის მონაწილეებმა ფოტოები გურიის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს