ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია ახალი ტექნიკით და ინვენტარით

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
“ოზურგეთში მუნიციპალური ინსპექციის ოფისის სრული რეაბილიტაცია გავაკეთეთ – დღეიდან, ჩვენი თანამშრომლები ახალ სამუშაო გარემოში გადავიდნენ. შენობა აღიჭურვა ახალი ტექნიკით და ინვენტარით, განახლდა ავტოპარკი; ინსპექციის თანამშრომლებს უკვე აქვთ უნიფორმები და სამხრე ვიდეოკამერები. მუნიციპალური ინსპექცია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დარღვევების პრევენციის, მათზე რეაგირების და მოქალაქეთა მომსახურების მხრივ ეფექტიანი სამსახურია. მადლობა ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, კეთილსინდისიერი შრომისა და ოზურგეთზე ყოველდღიური ზრუნვისთვის!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო