ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ოზურგეთში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ, რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, “რითეილ”, სასტუმრო და სარესტორნო სფეროებიდან.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიების HR მენეჯერებისაგან, აქტიური ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
ფორუმის პარალელურად, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, მსჯავრდებულების მიერ შექმნილი სუვენირებიც იყო წარმოდგენილი.
დასაქმების ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მიხეილ სარჯველაძემ, ოზურგეთში, სახელმწიფო კოლეჯი “ჰორიზონტიც” მოინახულა და ადგილზე გაეცნო სააგენტოს მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი პროფესიული კურსების სასწავლო პროცესს.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს