ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოლკლორული ანსამბლ ,,იადონი” – ს 50 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
1968 წელს, საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის გიორგი სალუქვაძის ინიციატივით, გურული სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა გაიხსნა, რომლის კურსდამთავრებულთა ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი ,,იადონი”. საღამოს დასასრულს, ჭადრების ბაღში, ანსამბლ ,,იადონი”- ს ვარსკვლავი გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები