ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, ასევე სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლები.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა – ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში