ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერიაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.
უწყების ცნობით, სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქვთ და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ხელახლა გვიწვეს ცენტრების გაწმენდა, ვერ ერევა ტექნიკა, ცენტრალური თუ არ გაიწმინდა, შიდა სასოფლო გზები ჯერ არ გაიწმინდება, რადგან მაღალი თოვლია, მოსახლეობასთან კომუნიკაციას პირადად ვერ ვახერხებთ, თუმცა გამგებლებისგან გაქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა, შიდა უბნებში ვერ შევდივართ, ძლიერი თოვაა. ტექნიკა მუშაობს რომ გაიწმინდოს, დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია, 16 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს”, – აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.
