ოზურგეთის მე-60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მათთან ამ დრომდე საჩივარი არ შესულა

ოზურგეთში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოზურგეთის მე-60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის მათთან არც ერთი საჩივარი შესული არ არის.
მისივე თქმით, სულ 46 სარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულებაში. მისივე ცნობით, ოზურგეთის მე-60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 46 უბნიდან 5-ში არჩევნები ტრადიციული მეთოდით, 41-ში კი ელექტრონული ტექნოლოგიებით გამოყენებით მიმდინარეობს. არჩევნებში სულ 57 926 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
თვითმმართველობის არჩევნებში, 5 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: ,,ქართული ოცნება“, „გახარია საქართველოსთვის”, ,,ძლიერი საქართველო – ლელო,” ,,კონსერვატორები საქართველოსთვის” და ,,პატრიოტთა ალიანსი”.
მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის ,,ქართული ოცნებიდან” პაატა კუნჭულია და ” ,გახარია საქართველოსთვის” ალექსანდრე მენაბდე.