ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ.
როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დაანონსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვასთან ერთად, იგეგმება დამატებით შემდეგი პროექტების განხორციელებაც.
„ქალაქ ოზურგეთში, გამსახურდიას ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ამისათვის 33.137 ლარს დავხარჯავთ. ასევე, მალე დავიწყებთ ოზურგეთში, სიორიძის ქუჩა N22-ში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციას, რისთვისაც დაახლოებით 83.919 ლარს დავხარჯავთ.
ოზურგეთში, თენიშვილის ქუჩა N6-ში, დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 33.931ლარი; სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ თენიეშვილის ქუჩა N8-შიც, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 33.931ლარი; იგივე ტიპის სამუშაოებს ვგეგმავთ თენიეშვილის ქუჩა N10-შიც, სადაც მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მოხდება; სრულად გაკეთდება ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩა N7-ში მდება კორპუსის სახურავიც.
ვგეგმავთ და მალე დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რისთვისაც 29.100 ლარი დაიხარჯება. კიდევ ერთი პროექტი, რასაც გავაკეთებთ ოზურგეთში, აკაკი წერეთლის ქუჩა N25-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სრული რეაბილიტაცია იქნება, რისთვისაც 60.300 ლარი დაიხარჯება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით

უკვე 225 დღეზე მეტია გრძელდება ოპოზიციის „უწყვეტი პროტესტი” და ამ „პროტესტის უწყვეტობის“ ყოველი ახალი დღე სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების ობიექტურობას და მართლზომიერებას ადასტურებს