ოზურგეთის მერიისთვის 2000 ლარის ჭურჭელი იყიდეს – ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ შეიძინეს სამზარეულოსთვის საჭირო ჯამებიც და ღრმა თეფშებიც, ფინჯნებიც და ჩაიდნებიც.
დოკუმენტების მიხედვით, საგანგებოდ შეარჩიეს უჟანგავი მეტალის ლანგრები და ბოთლის გასახსნებელბიც. ასევე შეისყიდეს კერამიკის მასალით დამზადებული თეთრი ფერის ჭურჭელი. დოკუმენტებით ირკვევა, რომ იყიდეს ჩაის ფერის გამოსაყვანი ჩაიდანი და ჩაის და ყავის ჭიქები.
ოპოზიცია ამბობს, რომ ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად იხარჯება.
არსებობს ასეთი ჯგუფი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს ბატონ პაატას – “ოზურგეთის განცხადებები”, სადაც რომ შეიხედოს, ნახავს, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ითხოვენ საკვების ფულს და მათ ეუბნებიან უარს, მიზეზით, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. მაგრამ ბიუჯეტში ფული არის პაატა კუნჭულიას სერვისებისთვის. იმისთვის, რომ ვიდეო-კამერებს ამატებენ. ასევე იმისთვის, რომ თურმე ადამიანებს მერიაში სჭირდებათ ახალი ფარდები და თალაკვაძის გამოცვლილი ნივთები არ სჭირდებათ”, – ამბობს თათია ნიკოლაშვილი.




