ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით “მსხვერპლნი” გაიხსნა. ფესტივალის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ფესტივალი 5-დან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მაყურებელი ოზურგეთის თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში და ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 6 უცხოური და 15 ქართული თეატრის წარმოდგენას იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში