ოზურგეთის თეატრის მსახიობი: არ ვეთანხმები ჩიგოგიძეს – წინ ევროპისკენ

ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე რუსულ კანონზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “თეატრი ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ”.
“მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი არ ვეთანხმები ბ. ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლიტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. წინ ევროპისკენ”. – წერს ურუშაძე.
ვასილ ჩიგოგიძე რუსულ კანონზე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობების მიერ გამოხატული პროტესტის ფაქტს გამოეხმაურა. ჩიგოგიძის თქმით, ვინმემ რომ მსგავსი რაღაც მისი თეატრის სცენიდან გაბედოს, “ყურით გამოათრევს”.