თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა. მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. [სარჯველაძეს] აქვს მენეჯერული გამოცდილება, ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ, სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.
11 მარტს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა და თქვა, რომ სარჯველაძე “იქნება საუკეთესო მინისტრი”.