ოდიშარია: საზღვარგარეთ არჩევნების ჩასატარებლად განიხილება მხოლოდ საკონსულო და საელჩო, რა საკვირაო სკოლები და ქართული რესტორანი, სალომე ზურაბიშვილი აბსურდის თეატრშია შესული

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თავს არაფერს არიდებს.

ბექა ოდიშარია საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა.

ოდიშარიას თქმით, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არავინ უშლის ხელს, არჩევნებში ჩაერთონ და ამ კუთხით ხარვეზებსა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაზე საუბარი დემაგოგიაა.

„არაფერს ირიდებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა ტრიბუნიდან არაერთხელ გასცა პასუხი როგორც მავნებლურ ოპოზიციას, ისე პრეზიდენტის მოწოდებას. ეს არის დემაგოგია, უცოდინარობა ან იმ მავნებლურ ნარატივში ჯდომა, რომელიც უკანასკნელ ხანს ყველაზე „პოპულარულია“ ჩვენი მავნებელი მეხუთე კოლონიისთვის. დიასპორას და ჩვენს ემიგრაციას არავინ უშლის ხელს, ჩაერთონ არჩევნებში. პირიქით, ჩვენი დიპლომატები, ელჩები, კონსულები აქტიურად მუშაობენ, ვხსნით საარჩევნო უბნებს. პრობლემა საარჩევნო უბნების რაოდენობაში კი არ არის, არამედ იმაშია, რომ ნაწილს გაუცნობიერებელი შიში აქვს, დადგეს რეგისტრაციაზე, რის გარეშეც არჩევნებში მონაწილეობის მიღება წარმოუდგენელია. მეორე ნაწილს კი უბრალოდ ინტერესი არ აქვს და ამაზე მეტყველებს ციფრები. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ ქალაქში 60 000-მდე ქართველია, საიდანაც, მაგალითად, მხოლოდ 721 ადამიანი დარეგისტრირდა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა. ამაზეა საუბარი, რომ საარჩევნო უბნის ნაკლებობაა? უბანი კი არა, ხალხს აკლია მოტივაცია. რატომ? ამაზე ერთად ვიმსჯელოთ. დაგვეხმარონ არა იმაში, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და თვალში ნაცარი შეაყარონ. საქართველოს ბიუჯეტის მქონე სახელმწიფომ მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და ქალაქში როგორ უნდა გახსნას საარჩევნო უბანი, რომელიც დაკავშირებულია, სულ მცირე, ნახევარ მილიონ ევროსთან და შემდეგ მისი ოპერირება წარმოუდგენელ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მთელი ბიუჯეტი რომ მივმართოთ, ამას ჩვენ ვერ მოვახერხებთ. ეს არის დემაგოგია. მათ თუ სურთ, დაეხმარონ ემიგრაციას და დიასპორას, უნდა მოუწოდონ, დადგნენ საკონსულო აღრიცხვებზე და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ იქ, სადაც არის უბნები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მაშველი რგოლის როლშია.

„ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩამჯდარია ამ მავნებლური ოპოზიციის ნარატივში. პრაქტიკულად, მაშველი რგოლის როლშია, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ მათთან ერთად წავიდეს პოლიტიკურ ფსკერზე. არავითარი დისკომუნიკაცია არ არსებობს, მას შეულია, ნებისმიერი აგიტაცია გასწიოს, ოღონდ ეს უნდა იყოს მართებული, შედიოდეს ემიგრაციის ინტერესებში და არა ისე, რომ ვუთხრათ, თქვენი ქვეყანა არ გიხსნით საარჩევნო უბანს, იზოლაციაში ხართ საარჩევნო უფლებასთან მიმართებითო. ეს ტყუილია. კიდევ ერთი აბსურდი, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა, არის ის, რომ ეკლესიებსა და საკვირაო სკოლებში ჩავატაროთ ო. არსებობს რაღაც კონვენციები, რასაც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ცოდნა სჭირდება. საქართველოში არჩევნები ტარდება მხოლოდ საქართველოს იურისდიქციაში, ასეთად საზღვარგარეთ განიხილება მხოლოდ საკონსულო და საელჩო. რა საკვირაო სკოლები და ქართული რესტორანი ან მაღაზიები? აბსურდის თეატრშია შესული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ოპოზიციას სურს, ემიგრაციის ხელით მომავალი მარცხის რამენაირად დელეგიტიმაცია მოახდინოს.

„იციან შედეგები და ამ შედეგების მიხედვით, კატასტროფულ მარცხს განიცდიან შემოდგომაზე. შესაბამისად, სურთ, როგორც წყალწაღებული ეპოტინება ხავს, რამენაირად ჩამოეკიდონ ემიგრაციას და რაღაც ხმები მიიღონ. იციან, რომ აქ ვეღარ მოახდენენ ვერც „ქართული ოცნების“ პრორუსად გამოცხადებას, ვერც ჩვენი პროგრესული კანონპროექტების პრორუსულად შერაცხვას, შესაბამისად, ახლა სურთ, რომ ემიგრაციის ხელით მომავალი მარცხის რამენაირად დელეგიტიმაცია მოახდინონ. ეს არ გაუვათ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას მოიყვანა მაგალითები, სად შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები, მათ შორის, ისაუბრა საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა ფართის გამოყენების შესაძლებლობაზე.

„სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდ ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთო. არსებობს პრაქტიკაც მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენს სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.