ოდიშარია ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავებაში საქართველოს 2 მოქალაქის ბრალეულობასაც ხედავს

ქართული ოცნების დეპუტატი ს საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელდა. ს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით დააკავა.
ს აზრით, ამ ადამიანებმა “ხელი შეუწყვეს, რომ დაეკავებინათ”. მისი თქმით, მათი ბრალეულობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაირკვეს.
“ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა ს მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში”, – ამბობს ბექა ოდიშარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა.
სუს-ის თანახმად, ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით და ორივე უკანონოდ დაკავებულ პირს ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა”. ისინი ამჟამად აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში იმყოფებიან.
სუს-ში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.