ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა – უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ – ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა.
უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ლელოს დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს მიმართა მას შემდეგ, რაც ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, თანაგუნდელებისთვის მოეწოდებინა, ხმაურისგან თავი შეეკავებინათ და ნინო წილოსანისთვის მოესმინათ.
