· 84
·
·
ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, ზოგადად, არასწორად იყო, შეიძლება, დამენეჯმენტებული, მაგრამ დავა მხარეებს შორის მიდის ძალიან დიდი ხანია და ეს ამბავი არ არის ასე ცალსახად. მით უმეტეს, საერთოდ აბსურდი არის ქართული ოცნება ამასთან რა შუაშია.
[…] ქართულმა ოცნებამ შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი, რეფორმირდა ეს პროცესი და გახდა უფრო ჰუმანური. თუმცა, როგორც ჩანს, პროცესიდან გამომდინარე, იმ მძიმე სურათიდან გამომდინარე, რომელიც ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.
[…] რაც საჭიროა, რა თქმა უნდა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას და რეგულაციებს ამ პროცესთან მიმართებაში.
[…] ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე.
ამბობს ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინიდან ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით.