ოდესის “ჩერნომორეცმა” სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა

უკრაინის პრემიერ ლიგის “ჩერნომორეცმა” გვაუწყა, რომ კლუბში სინჯებზე მყოფი “ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი რობაქიძე მოეწონათ და გუნდში დარჩება, თუმცა კონტრაქტისა და შეთანხმების დეტალები არ გაუხმარებიათ.
რობაქიძემ ეროვნული ლიგა 2-ის 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ადრე კი ფოთის “კოლხეთში” თამაშობდა. მას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 11 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
რაც შეეხება “ჩერნომორეცს”, გუნდი 17 ტურის შემდეგ 12 ქულით უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში