ოდესის ოლქზე იერიშის შედეგად 73 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე

ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად 73 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ ნეკრასოვის თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში 26 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მისი თქმით, ყველაზე კრიტიკული სიტუაცია კვლავ ს მოსაზღვრე და ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე რეგიონებში რჩება. ს ჯარები აგრძელებენ სისტემატურ თავდასხმებს დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ჩერნიგოვის ოლქებზე, სადაც გენერაციის, გადაცემის და განაწილების ქსელების დიდი დაზიანება დაფიქსირდა.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის თქმით, ოდესაში რუსეთის ჯარების თავდასხმის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა, ხოლო ერთი რაიონის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. მან დასძინა, რომ დარტყმის ტალღამ სახლები დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა. ადგილზე მუშაობს ყველა კომუნალური სამსახური.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით ს თავს დაესხა რუსეთის 160 დრონი, რომელთაგან 108 ჩამოაგდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს