ოდესაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 1 ოქტომბერს, დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა მარინა ავერინამ მედიას უთხრა, რომ დაღუპულთა შორისაა ერთი ოჯახის 5 წევრი, რომლებიც ცოკოლის სართულზე (ნახევრად სარდაფი) ცხოვრობდნენ. მათ ბინაში წყალი შევარდა და გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, 30 სექტემბერს შვიდ საათში დაფიქსირდა ნალექის თითქმის ორთვიანი ნორმა, მსგავს დატვირთვას კი ქალაქის შესაბამისმა ინფრასტრუქტურამ ვერ გაუძლო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ მოქალაქეების ევაკუაციას, წყლიდან ავტომანქანების ამოტანას და შენობებიდან წყლის ამოტუმბვას.
სამსახურის მონაცემებით, მაშველებმა გადაარჩინეს 362 ადამიანი. ევაკუირებულია 227 ავტომანქანა. 1 ოქტომბრის დილის მდგომარეობით სამუშაოები ისევ გრძელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში