ოდესაში, სანაპიროზე მომხდარი აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოდესის ოლქში, სანაპიროზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სამი დამსვენებელი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქებები ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.
„ცურვის დროს, უცნობი ობიექტების ორი აფეთქების შედეგად, სამი დამსვენებელი დაიღუპა – ერთი ქალი და ორი მამაკაცი“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ერთი მამაკაცი კაროლინო-ბუგაზის დასახლებაში დაიღუპა, მეორე მამაკაცი და ქალი კი – ზატოკაში.
„ყველა მათგანი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აფეთქდა, როდესაც დასვენებისთვის აკრძალულ ზონებში ცურავდნენ“, – აღნიშნა კიპერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ