ოდესაში დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
„საჰაერო თავდაცვის აქტიური მუშაობის მიუხედავად, ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კერძოდ, საცხოვრებელ შენობებს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა უფლებამოსილი სამსახური მუშაობს“, – განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები