ოდესაში, დრონებით თავდასხმის გამო, მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მაღალსართულიანი შენობა დააზიანა და ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიპერის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. გუბერნატორმა ოდესის მაცხოვრებლებს და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
“შეტევა კვლავ გრძელდება! ვთხოვ ოდესელებს და ოლქის მოსახლეობას: დარჩით თავშესაფრებში, ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოებას!” – აღნიშნა კიპერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება