ოდესაზე რუსეთის შეტევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ექვსი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 19 ივლისის ღამეს, რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ოდესაში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
დაიღუპა კორპუსში მცხოვრები ქალი და დაშავდა ექვსი ადამიანი.
ცეცხლმა შენობის ბოლო ოთხი სართული მოიცვა.
ხანძრის ლიკვიდაცია მაშველებმა მოხალისეების დახმარებით შეძლეს.
ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი აცხადებს, რომ 19 ივლისის ღამეს ქალაქს ერთდროულად 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!