ოდესაზე რუსეთის არმიის სარაკეტო თავდასხმას ერთი პირი ემსხვერპლა, დაშავდა რვა ადამიანი

უკრაინის ქალაქ ოდესაზე ს არმიამ განახორციელა სარაკეტო თავდასხმა.
დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავდა რვა მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეჰ კიპერმა.
მისი ინფორმაციით, ოთხ პირს საშუალო სირთულის ჭრილობები აქვს და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. სამ დაჭრილს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო სასაწყობო სათავსო და გაჩნდა ხანძარი 800 კვადრატული მეტრის ფართობზე. ბოლო კვირების განმავლობაში ოდესაზე რუსეთის არმიის თავდასხმები სისტემატურად ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ