ოდესაზე რაკეტებით და დრონებით თავდასხმა იყო

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით გასულ ღამით შეუტიეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.
ამავე სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, ეკლესია და სასწავლო დაწესებულება. დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია ექვს სხვადასხვა ადგილას გაჩენილი ხანძარი.
ფორუმი