ოდესაზე თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები

24 ივნისის დილას ოდესაზე ს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულია, სულ ცოტა, სამი ადამიანი.
ოდესის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თანახმად, დაშავებულთა შორის ერთი 19 წლის ბიჭია, ორი კი შუახნის კაცი.
რუსული მედიის ცნობით, იერიში რაკეტების საწყობზე განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს არ გამოხმაურებია.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოდესა რეგულარულად იბომბება. არიან დაღუპულები, დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კულტურული ძეგლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს – პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ