ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო, დაშავებულებს შორის 3 ბავშვია

ს ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე და ოდესის ოლქზე.
შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე 31 დეკემბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ბავშვი, მათ შორის შვიდი თვის და ერთი მამაკაცი. ლისაკის ცნობით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 42 წლის მამაკაცის კი – მძიმე.
ქალაქ ოდესის ორ რაონში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები. ერთში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია სახლები და ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.
დეკემბრის განმავლობაში ს ჯარები განსაკუთრებული ინტენსივობით უტევდნენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას და ენერგოობიექტებს.
რუსული რაკეტებითა და დრონებით დარტყმების შედეგად ენერგოობიექტების დაზიანებისა და მწვავე ენერგოკრიზისის გამო დეკემბრის შუა რიცხვებში ოდესაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, სამიზნეებად ასახელებს „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“ და არაფერს ამბობს სამოქალაქო ობიექტების დაზიანებისა და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.
ფორუმი