ო’ბრაიენი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი 14 მაისს თბილისში ჩამოვა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შესაბამის განცხადებას -ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
“ო’ბრაიენი საქართველოში ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გამოხატოს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ”. – წერია განცხადებაში.
მანამდე, ო’ბრაიენის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც “კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს” ეწინააღმდეგებიან.
აღსანიშნავია, რომ ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტი რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვის პერიოდს ემთხვევა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.