“ნუ ღნავით, რა! მამა გიცხონდათ, პრეზიდენტის სასახლის ღობე გაგეპრანჭათ და გამოგეცეკვათ!” – მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
ნუ ღნავით, რა! ჰო, მამა გიცხონდათ, ორბელიანის მოედანზე დამკვრელებით მიხვედით და პრეზიდენტის სასახლის ღობე გაგეპრანჭათ და გამოგეცეკვათ! ახლა ცდილობთ, იფუმფულოთ და იღუნღულოთ, თორემ კარგად გვახსოვს, 4 ოქტომბრამდე რა ბალღამიც ამოგდიოდათ და სიძულვილით შეპყრობილნი როგორი ანგარიშსწორებითაც იმუქრებოდით! სახელმწიფო გადატრიალებაა პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა და ეს ასეა ყველა ქვეყანაში! სახელმწიფოზე თავდასხმაა! ჰოდა, თუ აქამდე არ დაინტერესებულხართ, ახლა წაიკითხეთ, რა სასჯელს ითვალისწინებს ეს დანაშაული! მართლა ფილიგრანულად მოქმედებდნენ სამართალდამცველები და ამიტომაც აიცილეს თავიდან მსხვერპლი, თორემ თქვენ ამისთვისაც მზად იყავით! ოღონდ, საკუთარი თავის არა, სხვის მსხვერპლშეწირვასაც არ მოერიდებოდით! არ გამოვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება! აღარ გამოვა! აღარ გაგივათ 1991-92-ის და 2003-ის სახელმწიფო გადატრიალებების მომწყობებს და მათ გაზულუქებულ მემკვიდრეებს! შეეგუეთ, რომ საქართველო აღარასოდეს გახდება თქვენი არჩივი! გითხრეს არაერთხელ! მოისმინეთ, მაგრამ არ შეისმინეთ! ჰოდა, ნუ ღნავით ახლა, – იმკურნალეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო