“ნუ იჩხუბებთ ხალხო, ნუ ნერვიულობთ. არავინ არავის დამხობას არ გვპირდება თურმე”

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ნუ იჩხუბებთ ხალხო, ნუ ნერვიულობთ. არავინ არავის დამხობას არ გვპირდება თურმე. როგორც გავარკვიე, 4 ოქტომბერს უბრალოდ მინისტრებს ვირჩევთ. ბატონ პაატა ბურჭულაძეს ვუსმინე ინგასთან და სიტყვასიტყვით თქვა:
“ჩვენ რადგან დავარქვით ეროვნული კრება, და არა ყრილობა, თავიდან გვინდოდა ყრილობა, მაგრამ ყრილობას ჭირდება დელეგატები, კრებას ჭირდება ხალხის შეკრება. და ამიტომ, მთელი საქართველოდან ჩვენ ველოდებით რომ აქ ჩამოვა უამრავი ადამიანი და ჩვენ ამას ჩავატარებთ.
ამ ხალხს ჩვენ დავურიგებთ და ხმას მივაცემინებთ რაზე: რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს და იმ ორას კაცს, რომელიც შემორჩა გარშემო. და ჩვენ, რა მოხდება უფრო ახლოს იმ დღესთან დაკავშირებით, იქნება საკითხები ჩამოწერილი, რას უნდა მივცეთ ხმა. გვინდა ეს – არ გვინდა.
მეტსაც გეტყვით, ჩემი გათვლით, მე როგორც მაქვს წარმოდგენილი, რომ ჩვენ, 4 ოქტომბერს ეს ხდება, 20 ოქტომბერს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან და ვიზალიბერალიზაციის საკითხი იქნება გატანილი. ჩვენ უკვე აქ გავაგზავნით სხვა მინისტრს, ხალხის არჩეულ მინისტრს.
ამიტომ დავაანონსეთ ჩვენ ეს ეხლა. ხალხს უნდა დავაჯეროთ, რომ ჩვენს ხელშია ეს ქვეყანა. უნდა დაიჯეროთ, რომ ეს მოხდება.
ეს არის მშვიდობიანი დამხობა, მეტი კი არაფერი არ არის. ეს არის, რომ ჩვენ გვეყოლება ჩვენი მთავრობა. დღეს ხომ მთავრობა არალეგიტიმურია. დღეს მას არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არავინ არ ცნობს. ჩვენ ავირჩევთ ლეგიტიმურ მთავრობას და ჩვენს მიერ არჩეული საგარეო საქმეთა მინისტრი რომ წავა ამ მინისტერიალზე, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, იქიდან ჩამოვა მარტო იმის პასუხი, რომ ჩვენ გიტოვებთ ამ თავისუფალ ვიზა მიმოსვლას და დაგეხმარებით ბოლომდე. ეს გვინდა ჩვენ, რომ ევროპასთან იყოს გზა ხსნილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით