ნუ ეფარებიან ის ადამიანები [“ნაცმოძრაობა”] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა

ნუ ეფარებიან ის ადამიანები [“ნაცმოძრაობა”] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა
ნუ ეფარებიან ის ადამიანები [“ნაცმოძრაობა”] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა ,- განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოს.
„რასაც ჩვენი გმირები აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, თუ რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ, ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ ყველას გაგვაჩნია ჩვენი ვალდებულება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ავარიდოთ ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში, რომ ჩვენი სამშობლო არ იყოს საფრთხის წინაშე და არ იყოს ომის საშიშროების ქვეშ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ნუ ეფარებიან ის ადამიანები [“ნაცმოძრაობა”] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
Next: ამაზე მოაწერა ხელი “ნაცმოძრაობის” მოღალატეობრივმა რეჟიმმა – გიორგი გამსახურდია

ასევე დაგაინტერესებთ

ტრამპის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება უფრო „განზრახვების მემორანდუმია“, ვიდრე სრული სამშვიდობო ხელშეკრულება – პოლიტიკური ნების დეკლარაციაა და არა სამართლებრივი საყრდენი

დღევანდელ დღეს სააკაშვილის აგენტურულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მიუტევებელი ქმედებები ერის წინაშე, ეს თავად სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, როდესაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რითაც აღიარეს, რომ ომი თავად დაიწყეს