“ნუ გამოცდის, ნუ მოაწერს ხელს, მშვიდობიანად ჩაამთავროს საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ, საიდანაც მოვიდა იქ” – ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს? “ქართული ოცნება” პრეზიდენტს “ნაციონალური მოძრაობის” დე ფაქტო თავმჯდომარეს უწოდებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტის განსხვავებული კომენტარი არ გაკვირვებიათ, თუმცა აქვე შეახსენებენ იმ რეაქციას, რაც შესაძლოა სააკაშვილის შეწყალებას მოჰყვეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე , სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, რომ საპრეზიდენტო ვადა მშვიდობიანად დაასრულოს.
“ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლს ან ფერსაო. არც ოპოზიციაა ხარი, არც პრეზიდენტი, მაგრამ აი როგორც შეუძლია, როდესაც ხარ კოალიციაში უთავმოვარეოებთან, ყოველგვარი ღირებულებების გარეშე დარჩენილ ხელმოცარულებთან, შემდეგ უკვე არ უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც იმ განცხადებას, გამოთქმას, წინადადებას – “არა და არასდროს”, მერე როგორსაც გინდა ისეთ ინტერპრეტაციას და მოდერნიზაციას გაუკეთებ. ამ რადიკალებთან და ხელმოცარულებთან აყალიბებს რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებას. არ მიკვირს.
პატიმარ სააკაშვილს და “ნაცმოძრაობას” უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უამრავი ოჯახი დააქციეს, უამრავ ახალგაზრდას მისმა პოლიტიკამ მოუსწრაფა სიცოცხლე.
ნუ გამოცდის. ნუ მოაწერს ხელს. მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ, საიდანაც მოვიდა იქ,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ს შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. რადიო “თავისუფლების” პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!