ნუ გადალახავთ ვეტოს, კარგად გაიაზრეთ იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ახორციელებთ – ლევან დოლიძე

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩის, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) დამფუძნებლის ლევან დოლიძის განცხადებით, არ არსებობს იმაზე დიდი სანქცია, რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უწესებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.
ლევან დოლიძე მმართველ პარტიას მოუწოდებს არ გადალახონ ვეტო, რადგან ამ შემთხვევაში იმაზე დაფიქრების საშუალება იქნება რა შეიძლება გამოსწორდეს ამ პროცესების შემდეგ.
„არ არსებობს იმაზე დიდი სანქცია, რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უწესებს ოცდაათი წლის განმავლობაში ნაშენები ფუნდამენტის ძირის გამოთხრით. ისტორია ყველაზე მკაცრი მსაჯულია.
დიდი ზიანი მოგვადგა უკვე, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ჩიხიდან თავის დაღწევის გზა. ნუ გადალახავთ ვეტოს და კარგად გაიაზრეთ იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ახორციელებთ. კანონი ხომ ამ პოლიტიკის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა.
იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ეტაპობრივად შესაძლოა, რაღაცები გამოსწორდეს, გარდა იმ ზიანისა, რაც შესაძლოა საზოგადოებაში დღეს არსებული დაპირისპირების შემდგომ გაღვივებას მოჰყვეს“, – წერს ლევან დოლიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, -მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და ე.წ. რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, მაგრამ სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.