“ნუ გააღებთ ფანჯრებს!” – თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, მარნეულში, ყვარელში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ხაშურში, ფოთში, ბორჯომში და ბაკურიანში, ახლა ცუდი ჰაერია” – “ჩემი ქალაქი მკლავს”
18 ნოემბერი 09:00 თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, მარნეულში, ყვარელში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ხაშურში, ფოთში, ბორჯომში და ბაკურიანში, ახლა ცუდი ჰაერია მოერიდეთ გარე აქტივობებს და ნუ გააღებთ ფანჯრებს რისკ ჯგუფები არიან : ხანდაზმულები, ორსულები, ბავშვები, გულის და ფილტვის ავადობის მქონე ადამიანები !
6 ნოემბრიდან დღემდე თუ გრძნობთ, სისუსტეს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, თვალების აცრემლიანებას და გაღიზიანებას! ეს ყველაფერი შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბინძურებულ ჰაერთან ! რა უნდა გავაკეთოთ როდესაც ჰაერი დაბინძურებულია? სახლში დავხუროთ ფანჯრები ავტომობილში დავხუროთ შუშები რისკ ჯგუფები მოერიდეთ გარე აქტივობას თუ მაინც გიწევთ გარეთ გასვლა გამოიყენეთ სპეციალური პირბადე (არა სამედიცინო ) ოთახში დარგეთ ყვავილები და გვახსოვდეს ჰაერი აუცილებლად გასუფთავდება ახლა დამოკიდებული ვართ ამინდზე,




