“ნუ აყვებით რუსულ ტელეგრამ არხების ზღაპრებს” – რას წერს ვანო ნადირაძე

“ავდეევკის მიმართულებით ყველა პოზიციას ვინარჩუნებთ, ნუ აყვებით რუსულ ტელეგრამ არხების ზღაპრებს.
სტეპნოესთან როგორც შემოდიან , ისე იხევენ უკან რკინიგზის ხაზის გადაღმა და არავითარი საპანიკო არააა.
ავდეევკა კარგად ვიცი ორივე პრომზონა, თავისი კოქსოქიმური ქარხნით, ეს ვიღაც შორიდან რომ უყურებს თან რუკაზე რომ ვერ განახებს სადაა დონეცკი და ლუგანსკი შეიძლება იმან მოყვეს ზღაპრები დან )))
დეტალურად გეტყვით რა ხდება.
ავდეევკის პრომზონა მდებარეობს რელიეფურად სტრატეგიულ სიმაღლეზე, უკრაინული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს რომ ეს სიმაღლე არ დაიკარგოს .კოქსოქიმური ქარხანა არის ოლგარქ ახმეტოვის ინტერსში და რუსი ოლგარქების ინტერესშიც, რუსები თავიდან შეეცადნენ მის დაწვას მაგრამ მიხვდნენ პირველ რიგში თუ მოიწამლება ესაა მათი კონტროლირებადი ტერიტორია მაკევევვა და იასნავატოე.კოქსოქიმიის შემდეგ რუსების პოზიცებამდე არის რამდენიმე ასეული მეტრი ტრიალი მინდორი , ზუსტად ამ ადგილზე ჩაიხოცა ბევრი რუსი, კარგად მუშაობენ 82 და 120 იანი ნაღმტყორცნები. პლიუს ქარხნის ქვეშ არის ძალიან ბევრი გვირაბები და ბუნკერები, ჩათვალეთ რომ პატარა აზოვსტალია. ავდეევკა რომ ალყაში ჩააგდონ მაშინ უნდა აიღონ სოფელი ორლივკა რაც იმ სიმაგრეებიდან გამომდინარე რაც ჩვენ გვაქვს შეუძლებელია.
ძალიან ბევრი ტყვია წამლის მარაგი შევიდა ამ დღეებში უკრაინისთვის, ყველაფერი კარგად იქნება.”
წერს ში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას