ნუ აქრობ – ახალი კამპანია მიუსაფარი ძაღლების გადასარჩენად (ვიდეო)

მიუსაფარი ცხოველების დაცვის კამპანია სოციალურ ქსელშ – ნუ აქრობ – ამ სლოგანით საზოგადოება ცხოველების უფლებების დასაცავად ერთიანდება. კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ზუგდიდში გადაღებული კადრები, სადაც ცხოველები ერთი პატარა გალიით გაურკვეველ ადგილზე გადაყავთ.

უფლებადამცევლებს ეჭვი აქვთ, რომ თითქოს აცრის მიზნით დაჭერილ ცხოველებს უკან აღარ აბრუნებენ. ამ ეჭვს კი ის ფაქტიც ამყარებს, რომ გალიაში გამოკეტილ ძაღლებს შორის უკვე აცრილი და სტერილური ცხოველებიც იყვნენ.