ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცხედარი მოხუც ქალბატონს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.