ნუცა თოფურია ჯარიმებზე, აქციებსა და მარიამ შენგელიაზე

მომ­ღე­რა­ლი ნუცა თო­ფუ­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 16 თე­ბერ­ვალს, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტის გა­და­კეტვის გამო, სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და 5 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ნუცა თა­ვად გვი­ამ­ბობს, რა გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვა ამ ამ­ბავს, რო­გორ აფა­სებს აქ­ცი­ე­ბის 110-დღი­ან პე­რი­ოდს და ურ­თი­ერ­თო­ბებს ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მის­გან გან­სხვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ.

– ნუცა, შენ­მა აქ­ტი­ურ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ამ, პო­ლი­ტი­კურ­მა შე­ხე­დუ­ლე­ბამ, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია?

– რა თქმა უნდა, იქო­ნია, ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და ემო­ცი­უ­რია. სა­ნამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი, ვამ­ბობ­დი, ხალ­ხო, ხომ არ გა­გიჟ­დით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნი და­კარ­გო? მა­შინ თავს მშვი­დად ვგრძნობ­დი, ჩემი გა­რე­მოც­ვა ერთ აზ­რზე ვი­ყა­ვით. როცა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტავ, არ შე­მიძ­ლია, ამ ფაქტს გულ­გრი­ლად შევ­ხე­დო. ან­დრო ჩემი მე­გო­ბა­რია და კარ­გად ვიც­ნობ, ვიცი, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა, ვიცი, ის უდა­ნა­შა­უ­ლოა.

– არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მე­გობ­რობ­დი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, კავ­ში­რი აღარ გაქვს?

– რომ გვე­ლა­პა­რა­კოს და კავ­ში­რი გაგ­ვე­წყვი­ტოს, ასე არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ძა­ლი­ან და­ე­ტყო, შე­სამ­ჩნე­ვია.

– ვიცი, რომ შენი და მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა, თქვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით, “მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი” იყო. დღეს სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდით.

– დიახ, სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მი­რე­კა… გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა