ნუცა ბათიაშვილი: ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და “კაციჭამია ნაცებს” ისე მიყავდათ და მოყავდათ, თუ არ იცოდი ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი ნუცა ბათიაშვილი:
20 წუთით მიიყვანესო, ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველამ ნახეთ.
ძალიან არ მინდა ჩემი ამ ბიოგრაფიული ბმის ხსენება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო.
ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, შეირაღებული გადატრიალების მცდელობისთვის (რაც მოგონილი დანაშაული არ ყოფილა, სხდომაზე არგამოცხადებისგან განსხვავებით), მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და “კაციჭამია ნაცებს” ისე მიყავდათ და მოყავდათ, თუ არ იცოდი ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა.
რუსის და ფულის მონები რომ არიან გავიგეთ, მაგრამ ესეთი რა სივერაგე უფუთფუთებთ, ასეთ რა ნაძირლობაზე არიან დამყნობილი, მე აღარ მესმის.
მარა მაინც ნაციქოციერთია, ხო.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?