ნური შაჰინი გადაყენების ზღვარზე – “დორტმუნდს” “მანჩესტერის” ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს?

ჟურნალისტს ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრის შემდეგ, სადაც “დორტმუნდი” გასვლაზე “ბოლონიას” უნდა დაუპირისპირდეს, გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი გადააყენონ.
“ბორუსიას” ხელმძღვანელები თურქი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და თუ იტალიაში ნაჩვენები შედეგი არ დააკმაყოფილებთ, შაჰინს გადააყენებენ.
ახლადანდელი დამრიგებლის შეცვლის მთავარ კანდიდატად “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მენეჯერი ერიკ ტენ ჰააგიც სახელდება.
არის ვარიანტი, რომ “დორტმუნდმა” ზაფხულამდეც მოიცადოს და “შტუტგარტის” მთავარი მწვრთნელი სებასტიან ჰიონესი 7-8 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.