“ნურავინ მოგატყუებთ, რომ აფხაზეთი რუსეთის „დასაკლავი ციკანია“ – დათო გამცემლიძე

ნურავინ მოგატყუებთ, რომ ს „დასაკლავი ციკანია“ და როცა უნდა, როცა „მოეხოშება“ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს მაშინვე „დაკლავს“ ნუუუუუუუურას უკაცრავად! არ არის ასე.
ასე რომ იყოს დიდი ხნის წინ „დაკლავდა“ – რომელიმე წინასაარჩევნო PR–ის „პონტში“. რეალურად, თანამედროვე კრემლის ერთ-ერთი თვისება ისაა, რომ იგი ნამდვილად უგდებს ყურს და ეკითხება აზრს იმ სპეციალიზირებულ Think tank-ებს, რომლებიც კარგად იცნობენ სიტუაციას და არც პროფესიონალიზმი აკლიათ. მაგალითად სერგეი მარკედონოვი და მისი ანალიტიკური ჯგუფი. არანაკლები – კონსტანტინე ზატულინი. ისინი კი კრემლს აფრთხილებენ, რომ თუ მეტისმეტად „მიაწვება“, აფხაზებსაც აქვთ საპასუხო ბერკეტები: ა) აფხაზები აქტიურად მუშაობდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში თურქეთთან, ევროკავშირთან, ამერიკასთან (ქართველი „სასარგებლო იდიოტების“, იმავე „ჟენევის ფორმატის“ წყალობით-დ.) და „გაჭრეს“ მათთან ძალიან მნიშვნელოვანი „არხები“. უდიდეს ფინანსურ დახმარებებსაც იღებენ არასამთავრობო და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციათა ხაზით მთელი მსოფლიოდან, თურქეთიდან, დასავლეთიდან ეკონომიკის რეალურ სექტორში და არა ბიუჯეტში. რაც არანაკლებ არსებითია. ანუ რუსული ფინანსური დახმარება ეგზისტენციური მათთვის სულაც არ არის. ბ) საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება სიხარულით შეხვდება (რაკი შიდაპოლიტიკური „სათქმელია“) აფხაზების წინადადებას: „რუსების დედაც……მოდით ვივაჭროთ….. თქვენთან ვივაჭრებთ…… „ვილაპარაკოთ“…… ენგურზე რეჟიმს შევამსუბუქებთ (უკვე შეამსუბუქეს! ეს ზუსტად ვიცი და რატომ/საიდან ვიცი ამას აქ არ დავწერ-დ), ჩამოვალთ თბილისში, თქვენც ჩამოდით სოხუმში, ევროკავშირის ეგიდით თქვენს საბანკო სისტემაზე ავეწყობით, გადმორიცხვებს მთელი მსოფლიოდან ამ ხაზით მივიღებთ, გავხსნათ სახმელეთო ტრანზიტი თურქეთთან, სამაგიეროდ დავნიშნავთ ავტობუსს „თბილისი-გალი-სოხუმი“….ვისარგებლებთ არა ადლერის არამედ ქუთაისის აეროპორტით…… ევროკავშირი თანახმაა….. ბრიუსელი მხარს უჭერს ამგვარ „გეშეფტს“ და თქვენც მოგიწოდებთ…..დასაველთი დიდ თანხებსაც გამოჰყოფს „შერიგება/მორიგებსითვის…. უკვე ველაპარაკეთ ევროპელებს….. ამერიკაც თანახმაა – იმათაც უკვე ველაპარაკეთ ჩვენი არხებით…..ლტოლვილები???……ადრეა ამაზე ლაპარაკი…..მერე….ოდესმე…..ჯერ ნდობა…..დასავლეთი მხარს უჭერს ამგვარ მიდგომას……. და ა.შ და ა.შ. ეს ყოველივე (ანუ სოხუმის „შეტრიალება“ მოსკოვისგან) ფართოდ გაფიარდება და უდიდესი რეაქციას გამოიწვევს რუსეთში. „ნავალნის კლასტერი“ აუცილებლად იტყვის ამ გაგანია ომის დროს: „ეს რა იდიოტი ხელისუფლება გვყავს: „მოძმე“ რუსულენოვანი (!) აფხაზებიც კი დაგვაკარგვინა არათუ უკარინა და გრЫზუნები გაახარაო“. გ) რუსეთი ენგურზე „საზღვარს“ ვერ ჩაკეტავს! გავრცელებული ბრიყვული წარმოდგენების მიუხედავად, ენგურზე „საზღვარს“ აფხაზები აკონტროლებენ სინამდვილეში. ვგულისხმობ არა „ტყეს“ ანუ зелёнка-ს ესე იგი „მწვანე საზღვარს“, არამედ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ენგურის ხიდზე. იქ რუსები ფორმალურად დგანან, ხოლო რეალურ გადაწყვეტილებებს (ვინ შეუშვან და ვინ არა, რა გაატარონ და რა არა) აფხაზები იღებენ. მაგრამ რუსეთი ვერც ფსოუს საზღვარს ჩაკეტავს! იმიტომ, რომ ამით ჩაკეტავს საზღვარს…..საკუთარი სამხედრო კონტინგენტისთვისაც: აფხაზეთში 5 ათასამდე რუსი სამხედრო და მესაზღვრეა, თანაც ო ჯ ა ხ ე ბ ი თ ესე იგი 10-15 ათასი ადამიანი. და ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, თუ რუსეთი ფსოუზე საზღვარს ჩაკეტავს, აფხაზები იმავე ფსოუზე „აქეთ“ ციმ-ციმ გამოატარებენ ყველაფერს, რაც ამ Военный городок-ებს სჭირდებათ? იქით მოუწყობენ ფხაზები იმ „გარადოკებს“ ბლოკადას! და რას იზამს პუტინი – ომს დაუწყებს? თუ ვინმეს ჰგონია აფხაზებს ჩვენსავით ეშინიათ რუსებისა, ძალიან ცდება! არც არასდროს ეშინოდათ ჩვენსავით მაშინ პუტინმა აფხაზეთიდან ჯარი უნდა გაიყვანოს ხომ? დააკვირდით: „ოჩამჩირის ბაზაზე“ უკვე უარი უთხრეს – შამბამ თქვა კოზაკის იდიოტური ულტიმატუმის პასუხად: არანაირი ბაზის აგებას ოჩამჩირეში არ ვგეგმავთო. არადა მანამდე პრეზიდენტი ბჯანია დაჰპირდათ. ოღონდ ეს „კოზაკის ულტიმატუმამდე“ იყო. ასე რომ აფხაზებისთვის რასაკვირველია ძალიან არასასურველი „სცენარიოა“ რუსული ბლოკადა,თუმცა ისინი არაფრის დიდებით არ დათმობენ პრინციპულ საკითხებს: დემოგრაფიას (აპარტამენტები), სახელმწიფო საწარმოთა რუსი ოლიგარქებისთვის გადაცემას (აფხაზეთში 1989 წლიდან ყველაფერი სეპარატისტულ სახელმწიფოს ეკუთვნის-დ.) , „ახალი ათონის მონასტრის“ რუსული ეკლესიისთვის გადაცემას, ენგურჰესის რუსული კონცერნისთვის გადაცემას (რაზეც მიშამ მოაწერა ხელი 2008 წელს და ათასჯერ მითქვამს, კიდევ ათასჯერ გავიმეორებ: მოიქცა აბსოლუტურად სწორად!-დ.) ასე რომ ტყუილად ჰგონია ბევრს, აფხაზებს „ბერკეტები“ თუ „არგუმენტები“ არა აქვთ ვეეებრთელა რუსეთის საწინააღმდეგოდ. იცის ეს პუტინმა. მიიღო კომპეტენტური ანალიზი. მათ შორის სპეცსამსახურთა ხაზით. ამიტომაც „ირგებს“ რასაც უთმობენ: სამხედრო ბაზებს აფხაზეთში და აფხაზეთის გარეგნულ, მოჩვენებით „პრორუსულობას“. ანუ იმას, რომ აფხაზეთი ღიად არ ელაპარაკება ევროკავშირს და ღიად არ ელაპარაკება ამერიკას. ღიად (!), თორემ სინამდვილეში ელაპარაკება „რამე რომ იყოს“! ფრთხილად და ფაქიზად. ჟენევაშიც და….არა მხოლოდ ჟენევაში: აბა გაიხსენეთ „საგარეოს“ მოადგილე ტუჟბას „უცნაური“ ვიზიტი ვაშინგტონში რამდენიმე კვირის წინ. ამერიკასთან ჩვენ ვერანაირი პრეტენზია ვერ გვექნება: ისედაც ძალიან ბევრს აკეთებს „არაღიარების“ მიმართულებით და რომ არა ამერიკა, აფხაზეთი მარტო ვენესუელსა და სირიის თუ ვანუატუს მიერ როდი იქნებოდა აღიარებული. ოღონდ ამერიკელების ფუნდამენტური პრინციპია საგარეო პოლიტიკაში Real politic:
შენ რომ „მარად დამარცხებული“ მთხლე ხარ, ბრძოლის ველზეც წააგე და დიპლომატიაშიც წააგე 30 წლის მანძილზე (ალიევები ერთხელაც არ დამჯდარან ყარაბაღთან მოლაპარაკებაზე 1994 წლის შემდეგ, რათა სეპარატისტული Entity-ს მავნე „გასუბიექტურება“ გამოერიცხათ-დ.), ეს….უკაცრავად….ამერიკის „ბრალი“ ნამდვილად არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?