ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმე სახის ესკალაციას შეეცადოს რუსთაველის გამზირზე, ან რომელიმე საარჩევნო უბანთან, იმიტომ, რომ კანონს ვინც დაარღვევს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს

ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმე სახის ესკალაციას შეეცადოს რუსთაველის გამზირზე, ან რომელიმე საარჩევნო უბანთან, იმიტომ, რომ კანონს ვინც დაარღვევს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს
რაც შეეხება 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას, ამაზეც არერთხელ გაგვიკეთებია ჩვენ კომენტარი, ახლა კანონდარღვევას, ანტიკონსტიტუციურობას, შენ თუ მშვიდობას დაუმატებ წინ არაფერი არ შეიცვლება ამით. ჩვენ არ გაგვიგია, არავის არ გაუგია, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს მსოფლიოში მშვიდობიანი დამხობა და მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს, ეს არის მათ [ოპოზიცია] რაღაც მოკლე ჭკუაში მოგონილი სისულელე, სრული ფარსი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია მოუწოდებს ოპოზიციის ლიდერებს, მხარდამჭერებს და რიგი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ არ შეეცადონ ს დღეს რაიმე სახის ესკალაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. „რაც შეეხება კონკრეტულ სახელს და გვარებს აღარ ჩამოვთვლი ეს ხაბეიშვილი იქნება, თუ კუპრავა, ერთია მათი სურვილი და მათი რეალური სახე და მეორეა კანონი და არაერთხელ გვითქვამს და ვმეორდებით, რომ ახლოვდება 4 ოქტომბერი ყველაფერი გაკეთდება იმისთვის ჩვენი მხრიდან და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიაროს 64-ვე მუნიციპალიტეტში, მაგრამ არსებობს ეს დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც შაიშმელაშვილის გეგმით PowerPoint-ში აწყობილი პრეზენტაციების და რევოლუციური განცხადებებით შეეცდებიან სიტუაციის ესკალაციას და კიდევ ერთხელ ვუმეორებ მათ და განვმეორდებით, რომ ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ , მათ პატრონებს ვებუნები პირველ რიგში, რომ რაიმე სახის ესკალაციას ეცადონ რუსთაველის გამზირზე, ან არა მხოლოდ, რომელიმე საარჩევნო უბანთან, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, მონაწილე რომელიც დაარღვევს კანონს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს და მოვუწოდებ მათ პატრონებს, რომ თითოეული ის დესტრუქციული ქმედება თუ რაიმე ვნახეთ ჩვენ არჩევნების დღეს პირველ რიგში პასუხისმგებლები იქნებიან ის ადამიანები და რიგი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ახალისებენ ამდაგვარ ქმედებებს და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.
დაიწყო მოლოტოვის კოქტეილის სროლის წახალისებით, რომ გამოვარდნენ რამდენიმე დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები პირდაპირი დავალებით და შეეცადნენ, რომ ქართველებისთვის გმირად მიეყიდათ რეციდივისტი, რომელიც მსჯავრდადებული იყო თვის ოჯახის წევრზე ძალადობისთვის და შემდეგ პოლიციელის დაწვას ეცადა აი ამის რომანტიზება მოახდინეს. რომელი ერთი ჩამოვთვალო – მათი ბევრ საკითხზე დუმილი, მათი სრულიად რეალობას აცდენილი განცხადებები, მათი პირდაპირ პარტიულ საქმიანობაში ჩართვა, არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, არაფერს ვამბობ შიდა პოლიტიკაზე, პირდაპირ პარტიულ საქმიანობაში ჩართულობით, ასე რომ თითოეული ის საქციელი რომელიც ჩადენილ იქნება რომელიმე დესტრუქციული ჯგუფის დანაყოფის მიერ პირველ რიგში პასუხისმგებელნი არიან მათი წამხალისებლები და შემდეგ მათ ვაფრთხილებ ვინც ფიქრობს ამ ყველაფერზე, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
Next: ს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი, ელენე აბაშიძე მოინახულა

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის