ნუნუკა თამაზაშვილმა ივანიშვილის ფოტო ქავერიდან გადააყენა

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფოტო ქავერიდან გადააყენა – “ოცნების” დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერის ფოტო ნუნუკა თამაზაშვილმა ქავერზე იქამდე ერთი თვით ადრე დააყენა, სანამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალს ოფიციალურად წარდუგენდნენ.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა -ყოფილ პრემიერს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო