საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერმა ნუკრი რევიშვილმა Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი მოთამაშეები რუსებზე უფრო ნიჭიერები არიან.
– საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ასეა. ჩვენ ბურთით მუშაობა გვიყვარს, ეს სისხლში გვაქვს.
რუსეთში ახალგაზრდებს სერიოზული ყურადღება ეთმობა, მაგრამ ისეთი ტალანტებს, როგორებიც საქართველოში არიან, თქვენთან იშვიათად შეხვდები. საქართველოში ყველა აკადემიაში ორი-სამი ძალიან ნიჭიერი ბიჭია. რუსეთში ამ მხრივ საქმე რთულადაა, თუმცა ცსკა-ს, “სპარტაკსა” და “ლოკომოტივს” საკმაოდ კარგი სკოლები აქვთ.
– მაგრამ ქართველებისგან განსხვავებით ამ სკოლებიდან ბიჭები ევროპაში არ მიდიან.
– რუსეთის პრემიერლიგაში დიდი ფული ტრიალებს. ახალგაზრდა რუსმა ფეხბურთელმა რაღაც გიჟური შეთავაზება უნდა მიიღოს, რათა წავიდეს. ჩვენს ჩემპიონატში ასეთი ფული არ არის.
პლუს გავიმეორებ, ქართველები უფრო ნიჭიერები არიან, რუს ფეხბურთელებს მეტი დისციპლინა აქვთ, გუნდზე თამაში. ჩვენთან კი ბავშვობიდანვე ავალებენ „მოტყუებას“, თამაშის საკუთარ თავზე აღებას.