ნუგზარ წიკლაური – ადრე აპირებდნენ საქართველოში კანაფის პლანტაციები გაშენებულიყო, ახლა იგივე ადამიანები საუბრობენ, რომ თურმე კანონი ყველაზე მკაცრი უნდა გახდეს – ხელისუფლება დამატებით ბრეკეტებს იქმნის სადამსჯელო ღონისძიებების დასამძიმებლად

რამდენიმე წლის წინ შემოიტანეს კანონპროექტი, რომლის ძალითაც მთელ საქართველოში კანაფის პლანტაციები უნდა გაშენებულიყო – ახლა იგივე ადამიანები საუბრობენ, რომ თურმე კანონმდებლობა ყველაზე მკაცრი უნდა გახდეს, ამიტომ მიმაჩნია, რომ კანონპროექტთა ამ კრებულით, ხელისუფლება დამატებით ბრეკეტებს იქმნის სადამსჯელო ღონისძიებების დასამძიმებლად ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებული ცვლილებები „პოლიტიკური ფარისევლობა“.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ფარისევლობა. ალბათ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ გვაქვს „სილქნეტის“ მეხსიერება და არ გვახსოვს, როგორი იყო მათი ნაბიჯები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. იგივე ადამიანები, კოლექტიური ები და ივანიშვილები გვიმტკიცებდნენ, რა სარგებლის მომტანია ის, რომ საქართველოში იქნება კანაფის პლანტაციები. მგონი, ყველა სხვა კულტურის გაჩეხას აპირებდნენ, რათა „პლანის“ პლანტაციები დაერგოთ. ახლა, იგივე ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ყველაზე უფრო მკაცრი უნდა გახდეს კანონმდებლობა. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტთა ეს კრებული, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სრულფასოვან რეაბილიტაციაზე არაა საუბარი და ის, რაც დაანონსებულია, მხოლოდ და მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებია, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება დამატებით ბრეკეტებს იქმნის, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, პროტესტანტებს, კიდევ ახალი სადამსჯელო ღონისძიებებით დაუმძიმოს.
კანონმდებლობა საკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს ავრცელებენ, დაკავებულები იყვნენ. მაგრამ რას ვხედავთ?! – ჯოხი ყოველთვის ტყდება მომხმარებლებზე და არა ე.წ. ბარიგებზე, რომლებიც ამ ნარკოტიკს და სიკვდილს ყიდიან. ვიცით, რომ ასეთი ადგილები არსებობს და ხელისუფლება არ რეაგირებს, რომ ქვეყანაში სიკვდილის ასეთი ცენტრები არ არსებობდეს. ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმის გამო, რომ მათი პოზიცია სულ რაღაც 5 წლის წინ მთელ საქართველოში კანაფის პლანტაციების გაშენება იყო, ეს ნაბიჯები რეაბილიტაციის სისტემური ხედვის გარეშე მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ახალი სადამსჯელო ბერკეტები მოიპოვოს მათთვის ურჩ, მათ წინადადებებზე არ დამთანხმებელ საზოგადოებაზე“,- განაცხადა წიკლაურმა.
გარდა ამისა, წიკლაურმა ისაუბრა ს ირგვლივ ოპოზიციური პარტიების კოორდინაციაზე და განაცხადა, რომ საუბარია მხოლოდ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ძალისხმევის გაერთიანებაზე და არა პარტიათა გაერთიანებაზე.
„რაც შეეხება კონსულტაციების შინაარს, აქ საუბარია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ძალისხმევის გაერთიანებაზე. ეს არ გახლავთ პარტიათა გაერთიანება, ან საარჩევნო ტიპის ბლოკის ჩანასახი. საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიები, ვინც ბარიერი გადალახეს, ან ვინც არჩევნებში არ მონაწილეობდა, არასამთავრობო ორგანიზაციები – ვისაც აქვს საერთო ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპისკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ დაცული იყოს, აერთიანებენ ძალისხმევას. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება არაა. პირიქით მეტ მუხტს მისცემს საპროტესტო მოძრაობას, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, ნუგზარ წიკლაური მიმდინარე პროცესებს ვულკანს ადარებს და ამბობს, რომ „როგორც კი პოლიტიკური მოვლენები მოითხოვს, რუსთაველზე ასიათასობით ადამიანი გაჩნდება“.
„ხელისუფლების ადგილზე, თავებს არ დავითვლიდი, თუმცა კარგად ვხედავთ, რომ ამის გარდა არაფერს აკეთებენ. „ქართულ ოცნებას“ უნდა იმის თქმა, რომ ეს პროცესი დეკადანსისკენ მიდის, მიინავლება, მაგრამ ასე არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ 110 დღის განმავლობაში ხალხი ქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოდის და გამზირი გადაკეტილია, უნდა დავითვალოთ არა ხალხი, რომელიც რუსთაველზეა, არამედ პოლიტიკური ვულკანი, რომელიც ხალხის გულშია და ასაზრდოებს ამ გამოსვლებს. როდესაც 50 პოლიტიკური პატიმარია ციხეში, ასობით და ათასობით ადამიანია დაჯარიმებული, შეურაცხყოფილი და დამცირებულია, შეუძლებელია ამ პროტესტის მინავლებაზე იყოს საუბარი. როგორც კი პოლიტიკური მოვლენები მოითხოვს, იქ ასიათასობით ადამიანი გაჩნდება. კრატერს ჰგავს საქართველო, თბილისი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.