პარიზის ნოტრ-დამის ტაძრის ცნობილი კოშკების გადასახედი პლატფორმები დამთვალიერებლებისთვის 20 სექტემბერს, დამანგრეველი ხანძრიდან ექვსი წლის შემდეგ, ხელახლა გაიხსნება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
69 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სადამკვირვებლო პლატფორმაზე წვდომა გაიხსნება, საიდანაც მთელი პარიზი მოჩანს. იქ მისასვლელად 420 საფეხურის ავლაა საჭირო.
ბილეთების გაყიდვა სექტემბრის დასაწყისში დაიწყება და მათი ფასი 16 ევრო იქნება. მაღალი მოთხოვნის გამო, კოშკებზე წვდომა მხოლოდ წინასწარი ონლაინ დაჯავშნით არის შესაძლებელი.
ვიზიტორთა საერთო რაოდენობა წელიწადში 400 ათასი ადამიანით შემოიფარგლება.
