ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.
გარეკანის ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“